"რაც უნდა მომხდარიყო ის მოხდა" (ვიდეო)

2017-08-24 22:43:39

უკვე ორი დღეა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ახალგაზრდა მამაკაცებს პოლიციაში კითხავენ. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცის წამებაში 15-მდე მამაკაცი იღებდა მონაწილეობას, ხოლო 100-ზე მეტი ჩხუბს უყურებდა და მობილურ ტელეფონზე აფიქსირებდა. სწორედ ამის გამო სოფლის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი რუსთავის, გარდაბნის და გაჩიანის პოლიციაში დასაკითხად დაიბარეს. შეგახსენებთ რომ ყარაჯალარში მამაკაცის წამების და გაუპატიურების ფაქტი 22 აგვისტოს საღამოს მოხდა.

იმ გოგოს მამა რომლის შვილის გამოც მოხდა ჩხუბი "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში დეტალურად იხსენებს ინციდენტის დღეს და აცხადებს რომ მოსახდენი მოხდა და ეს ბიჭი უნდა ეცემათ - "ახალგაზრდა ბჭებმა ვერ მოითმინეს და სცემეს კარგად. რაც უნდა მომხდარიყო ის მოხდა." ნახეთ ვიდეო.