საქართველოს კალათბურთის 16-წლამდელთა ნაკრების წარმატება

2017-08-19 21:54:25

საქართველოს კალათბურთის 16-წლამდელთა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი ბოლო წამზე დაამარცხა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 64:63 დააფიქსირა. ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის B დივიზიონის მე-3 ადგილი დაიკავეს, თუმცა მთავარი ჯილდო - A დივიზიონის საგზური იყო. დღევანდელი შედეგით საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს. 2018 წელს ჩვენი U16 ნაკრები კონტონენტის ელიტარულ დივიზიონში იასპარეზებს.

აღსანიშნავია რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში 2 რუსთაველი: გიგი ტაბაღუა და ზურაბ ვაშაკიძე თამაშობს. ნაკრების წევრები ასევე არიან: ნიკა გურგენიძე, რატი ანდრონიკაშვილი, საბა გიგიბერია, გიორგი ჭეიშვილი, ირაკლი სულხანიშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე, ბიძინა ფეიქრიშვილი, ბექა ბექაია და გუნდის კაპიტანი ლაშა მიქელაძე, ნაკრების მწვრთნელი: ბუბა ბერიშვილი.