სპეციალისტების განმარტება

2021-09-09 11:46:48

ქვეითდება თუ არა ახალაცრილი ადამიანის იმუნიტეტი აცრიდან ერთი- ორი კვირა

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი არც ერთ მო­საზ­რე­ბას სი­ნამ­დვი­ლეს­თან კავ­ში­რი არ აქვს.

"უკვე მე­რამ­დე­ნე პა­ცი­ენ­ტი მე­უბ­ნე­ბა, რომ ვი­ღა­ცე­ე­ბი ურ­ჩე­ვენ, ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ მო­ე­რი­დოს გარ­შე­მომ­ყო­ფებს. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ეს რჩე­ვა იმით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მა­შინ­ვე არ არის და­ცუ­ლი და ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი კვლავ აქვს. თუმ­ცა ბო­ლოს გა­ვარ­კვიე, რომ ზოგს სჯე­რა, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა სა­ში­ში იყოს გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის, ანუ თვი­თონ და­ი­წყოს ვირუ­სის გა­მო­ყო­ფა. ზოგ­ჯერ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იკე­თე­ბენ PCR-ს და როცა შე­დე­გი და­დე­ბი­თია, გო­ნი­ათ, რომ ეს სწო­რედ ვაქ­ცი­ნის გა­მოა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნა PCR-ის და­დე­ბით შე­დეგს, ცხა­დია, ვერ გა­მო­იწ­ვევს", - და­წე­რა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა მაია ბუ­წაშ­ვილ­მა.

ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტის აკა­კი ზო­ი­ძის თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­თებს მხო­ლოდ არა­სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი არ ავ­რცე­ლე­ბენ, ხში­რად, სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა­ში ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, თა­ვად მე­დი­კო­სე­ბიც იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"არა მხო­ლოდ მი­თე­ბის ძი­რი­თად წყა­რო­ში - სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში მხვდე­ბა ასე­თი მო­საზ­რე­ბე­ბი, არა­მედ პი­რად სა­უბ­რებ­შიც. არა­ერთ ადა­მი­ანს უთ­ქვამს ჩემ­თვის, რომ მას შემ­დეგ, რაც ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა გა­აფრ­თხი­ლა, რომ ორი კვი­რა მო­რი­დე­ბო­და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს. იმ მი­ზე­ზით, თით­ქოს იმუ­ნი­ტე­ტი ამ პე­რი­ოდ­ში დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია. ამ მო­საზ­რე­ბის ვი­თომ­და გა­სამ­ყა­რებ­ლად ისი­ნი იშ­ვე­ლი­ე­ბენ ახა­ლაც­რი­ლი პი­რე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტებს. მარ­თლაც არ არის იშ­ვი­ა­თი, როცა ახა­ლაც­რილ ადა­მი­ანს კო­ვი­დი უდას­ტურ­დე­ბა, მაგ­რამ ეს ძი­რი­თა­დად ორ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა: პირ­ვე­ლი - ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ რა­ხან ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თეს 100%-ით არი­ან და­ცუ­ლე­ბი და არ იცა­ვენ წე­სებს, მე­ო­რე - თუ მათ ჰქონ­დათ ინ­ფი­ცი­რებლ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტი ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბამ­დე, ან მის შემ­დეგ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, რო­გორც სხვა აუც­რე­ლი პი­რე­ბი. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ აც­რის მო­მენ­ტში, რიგ­ში დგო­მი­სას ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რიგ­ში, მო­საც­დელ ოთა­ხებ­ში არ არის შე­სა­ბა­მი­სი დის­ტან­ცია და პი­რო­ბე­ბი და­ცუ­ლი", - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge-ს აკა­კი ზო­ი­ძე.

ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას თქმით, სტა­ტის­ტი­კუ­რად მსოფ­ლი­ო­ში არც ერთი ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ მი­თებს ოდ­ნავ მა­ინც გახ­დი­და სარ­წმუ­ნოს. მისი შე­ფა­სე­ბით, ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ცრუ მო­საზ­რე­ბე­ბი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლია და სი­მარ­თლეს­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ.

"სტა­ტის­ტი­კუ­რად, არც ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა მსოფ­ლი­ო­ში, რა­ზეც ეს მი­თე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ამი­ტომ ის არის აშ­კა­რა ტყუ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი ვაქ­ცი­ნა, რაც კი არ­სე­ბობს, მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­როს და მო­ამ­ზა­დოს გა­რე­დან შე­მო­უსლ ინ­ფექ­ცი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად.

მითი, რომ თით­ქოს აც­რი­დან პირ­ვე­ლი ორი კვი­რა იმუ­ნი­ტე­ტი ქვე­ით­დე­ბა, სა­თა­ვეს შე­იძ­ლე­ბა იღებ­დეს ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შე­მე­დეგ გა­მოვ­ლე­ნი­ლი გარ­კვე­უ­ლი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა ტემ­პე­რა­ტუ­რა, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, ზო­გა­დი სი­სუს­ტე და ა. შ., მაგ­რამ ეს არ არის იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ესაა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლუ­რი პა­სუ­ხი ვაქ­ცი­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რა­ზე. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ იმუ­ნი­ტე­ტი ძლი­ერ­დე­ბა, მუ­შავ­დე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ორ­გა­ნიზ­მი უფრო კარ­გად ებ­რძვის ინ­ფექ­ცი­ას.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს მო­საზ­რე­ბე­ბი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლია, ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბას ვურ­ჩევ, რომ მი­ი­ღონ გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი, მეც­ნი­ე­რუ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი კონ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბის­გან", - ამ­ბობს ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა.