ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდა რუსთავში დღეს ჩამოასვენეს (ვიდეო)

2017-08-09 15:56:47

გუშინ ბათუმში დაღუპული 2 ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთი რუსთაველია. ცხედარი რუსთავში დღეს დილით ჩამოასვენეს. 26 წლის გიორგი ხაჭაპურიძე მე-19 მკრ-ში მამასთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილის დედა საზღვარგარეთ იმყოფება. ამ დროისთვის დაღუპულის საცხოვრებელ კორპუსთან ახლობლები და ნათესავები არიან შეკრებილი. მათი განცხადებით, გიორგი ხაჭაპურიძე არ იყო არც სიგარეტის მომხმარებელი და არც ალკოჰოლური სასმელების მოყვარული, აქედან გამომდინარე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცები ნარკოტიკის მოხმარების გამო გარდაიცვალნენ, კატეგორიულად უარყოფენ. ნახეთ ვიდეო.