"ძველი სასტუმროს ახალი სიცოცხლე" (ფოტოები)

2017-08-07 12:33:32

"ძველი სასტუმროს" (სასტუმრო თბილისი, რომელიც რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარეობს) შენობა და მიმდებარე ტერიტორია ინვესტორმა შეიძინა და მის რეაბილიტაციას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ობიექტი ძველ ფუნქციას დაკარგავს და აღნიშნული შენობა საცხოვრებელი სახლად გადაკეთდება. სამშენებლო სამუშაოები 1 თვეში დაიწყება.