რუსთავს ევროპის ჩემპიონი ჰყავს

2017-07-30 21:03:38

ბოსნია-ჰერცოგივინაში გამართულ ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში, რუსთაველი ბექა გურული დღეს ფინალში უკრაინელ მეტოქეს შეხვდა. ჭიდაობა დაძაბულად წარიმართა პირველ პერიოდში ბექა 6:1 აგებდა, თუმცა მოახდინა ძალების მობილიზება და მეორე პერიოდში 7:10 სძლია უკრაინელ მოჭიდავეს. ბექა გურული რომელიც 17 წლის არის დღეს 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია რომ რუსთაველ მოჭიდავეს ჰქონდა მცირე ტრამვა, თუმცა შეჯიბრებამდე მოახერხა და მომზადებული შეხვდა ჩემპიონატს. რუსთაველი სპორტსმენის მწვრთნელი ვანო წოწოლაშვილია. ბექა გურულს დღეს მისი მეგობრები და გულშემატკივრები ცენტრალურ მოედანზე დაონტაჟებულ ეკრანთან გულშემატკივრობდნენ.

ბექა გურულმა გუშინ სამი შეხვედრა გამართა და სამივე მოიგო.