ბექა გურულის წარმატება (ფოტოები)

2017-07-29 20:55:15

ბოსნია-ჰერცოგივინაში გამართულ ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში, რუსთაველმა ბექა გურულმა სამი შეხვედრა გამართა და სამივეში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. რუსთაველი სპორტსმენი ხვალ ფინალურ შეხვედრას გამართავს. ბექა გურულმა სამივე შეხვედრა დღეს გამართა.