დატოვებენ თუ არა რუსთაველი ფეხბურთელები ფოლადის სტადიონს (ვიდეო)

2017-07-12 15:31:01

ფოლადის სტადიონის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ გააკეთა, მისი ინფორმაციით, რუსთაველი ფეხბურთელები ფოლადის სტადიონზე ვარჯიშსა და თამაშების გამართვას ისევ შეძლებენ. ამ დროისთვის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სანამ უშუალოდ გაირკვევა რა ფორმით მოხდება ურთიერთობა სტადიონის მეპატრონესთან, მანამდე უახლოეს დღეებში  ხელშეკრულება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და ააიპ "რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანებასთან" დაიდება, შესაბამისად 300-მდე ბავშვი და რუსთაველი ფეხბურთელები ფოლადის სტადიონით კვლავ ისარგებლებენ "არანაირი პრობლემა არ ექნება გუნდს, ჩვეულებრივად ითამაშებს"- განაცხადა დავით ჯიქიამ.

შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბ "რუსთავსა" და  სტადიონის მეპატრონეს შორის მოქმედ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა, მას შემდეგ კი მეპატრონემ  „რუსთავის რუსთავს“ სტადიონის დატოვება მოსთხოვა. ნახეთ ვიდეო.