ავარია ცენტრალურ ხიდზე

2017-07-10 16:12:44

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე. ერთმანეთს "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი და "ფორდის" მარკის მიკროაბტობუსი დაეჯახნენ.  შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსს სამარშშურტო ხაზზე, მგზავრები გადაჰყავდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სიტუაციას საპატრულო პოლიცია არეგულირებდა.