"მან არჩევნებისთვის გამოიყენა ჩემი ავტორიტეტი და მერე გამიშვა"- გოჩა ლორია.

2016-11-17 18:33:46

ქალაქის მერის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მერიაში პირველი კომენტარები კეთდება. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის თამარ აქუბარდიას განცხადებით- „თვითმართველობა ცოცხალი ორგანიზმია და ეს უბრალო საკადრო ცვლილება იყო, რომელიც მუნიციპალიტეტის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის გახდა აუცილებელი“. გოჩა ლორია კი ქალაქის მერს ერთ პიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებს - „ქალაქი უნდა მართოს ხალხმა, ქალაქი არ უნდა იყოს ერთმმართველი. თუ კი რაიმე წამოწყება მქონდა ქალაქის განვითარებისთვის ყველა დაბლოკა. მან არჩევნებისთვის გამოიყენა ჩემი ავტორიტეტი, რაც გამაჩნია ქალაქში“ აცხადებს გოჩა ლორია. ქალაქის მერი დავით ჯიქია აღნიშნულ ბრალდებებს არ ადასტურებს და გოჩა ლორიას თანამდებობიდან გათავისუფლებას, უბრალო საკადრო ცვლილებით ხსნის. ჯიქიას განცხადებით უახლოეს მომავალში მერს ახალი მოადგილე ეყოლება. ვინ დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობას ამ დროისთვის უცნობია.