პირუტყვი კოსტავას გამზირზე (ფოტო)

2017-06-14 12:43:22

ოთხფეხა პირუტყვი, ახლად რეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე. თვითმხილველის თქმით, ძროხები ე.წ პირამიდის მიმდებარე ტერიტორიასა და კოსტავას ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პირუტყვზე პასუხისმგებოლობა, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს აკისრია. ქუჩებში რქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ, და ჯარიმას აკისრებენ (თუ პირუტყვი ქალაქშია, 20 ლარით ჯარიმდება მეპატრონე. თუ სკვერში-50 ლარით). ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება.

ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ რომ, მსგავსი შემთხვევა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი კვირის წინაც მოხდა. მაშინ სამსახურის თანამშრომლებმა, პირუტყვის მეპატრონე დააჯარიმეს.