რატომ დააკავა შსს-მ რეპერები

2017-06-09 12:52:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქართველი რეპერები  მიშკა მგალობლიშვილი და Kay G (გიორგი ქებურია) ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.

დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით კი  რომ რეპერების დაკავების  მიზეზი Birja Mafia-ს მუსიკალური კლიპი გახდა, რომელშიც  პოლიციელი ძაღლის საყელურით ჩანს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნახეთ ვიდეო