არაბი მომღერალი რუსთავში კლიპს იღებს (ვიდეო)

2017-06-08 12:24:29

რუსთავის ცენტრალურ მოედანზე, არაბი მომღერლის, ვალედ ალჯასემის, მუსიკალურ კლიპს იღებენ. პროცესი კაფე, „დეი ლუციუსში“ და კოსტავას გამზირზე მიმდინარეობს. დუბაიში პოპულარული მომღერალი, საქართლოში 3 მუსიკალური კლიპის გადასაღებად ჩამოვიდა. მისი თქმით, აღნიშნული ლოკაცია განსაკუთრებულად მოეწონა  და კლიპის გადაღებაც, რომელიც სიყვარულზეა, სწორედ აქ გადაწყვიტა. დანარჩენი ორი კლიპის გადაღება, გორში იგეგმება. ნახეთ ვიდეო.