სამხედრო ტექნიკა გამოიფინა

2017-05-26 10:53:01

რუსთავში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო, ფიროსმანის ქუჩაზე სამხედრო ტექნიკა უკვე გამოიფინა. მოედანზე განთავსდა 1918-21 წლის მოვლენების ამსახველი ფოტომასალა და ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. დღის 12 საათზე ქალაქის შემოსასვლელში დაიწყება და ცენტრალურ მოედანზე დასრულდება შოუ დრამერების და ილუზიონისტების მონაწილეობით, რომლებიც რუსთაველებს დღესასწაულზე მოიწვევენ. ძირითადი ღონისძიებები 14:00 სთ-დან დაიწყება. დღესასწაულს რუსთავის საკოლების მოსწავლეების მიერ მომზადებული პროგრამა გახსნის. 15:30 სთ-ზე რუსთაველის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ბიუსტის წინ, ქვის კათედრაზე განთავსებული ვეფხისტყაოსნის ჭედური ნაგებობა დაიდგმება. 16:00 სთ-დან  ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოედანზე  სატელევიზიო პროექტ ,,კულინარულ დუელში“ მიიღონ მონაწილეობა. 17:00 სთ-ზე ფოლკლორული ანსამლის ,,სალხინო“ კონცერტი დაიწყება. 19:30 სთ-ზე გაიმართება დამოუკიდებლობის აქტის მიღების ინსცენირება.  საქართველოს დამუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი თავისუფლების მოედანზე 20:00 სთ-ზე დაიწყება. კონცერტის დაწყებამდე რუსთაველებს დამოუკიდებლობის დღეს სცენიდან მიულოცავენ რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე.

26 მაისის აღნიშვნა რუსთავში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.