რატომ არ გაკეთდა სპორტული მოედნები

2017-05-24 19:29:00

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა 5 სპორტული და 1  საბავშვო მოედნის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. მეოდნების სამუშაოებისთვის 1`194.00 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული სპორტული მოედნები ერთ-ერთ კომპანიას უნდა გაეკეთებინა, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ვადაგადაცილების გამო დაჯარიმდა, ამიტომ ტენდერის ხელახლა გამოცხადება გახდა საჭირო. ამის შესახებ ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ „ინფო რუსთავთან“ ისაუბრა.

სპორტული მოედნების გაკეთება  მაიაკოვსკის, ფიროსმანის, ლესელიძის, დ/მეტლურგთა ქუჩაზე და მე-20 მიკრორაიონში, ასევე საბავშო მოედნის მე-12მიკრორაიონში მოწყობა იგეგმება. სამუშაოები იმ კომპანიამ, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, 160 დღეში უნდა დაასრულოს.