მშობლები ბაღებში საღმზრდელო პროცესს ესწრებიან.

2017-04-12 12:00:23

მშობლები საბავშვო ბაგა-ბაღების სხვადასხვა ფილიალში, სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას ესწრებიან. ღია გაკვეთილების ფარგლებში მშობლებს შეუძლიათ, დააკვირდნენ როგორც სასწავლო-სააღმზრდელო, ასევე კვების პროცესს. გაეცნონ სიტუაცებს ჯგუფებსა და სამზარეულოში. ღია გაკვეთილები ბაღებში რამდენიმე დღე გაგძელდება და ყველა ფილიალს მოიცავს.

ინიციატივა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთაინებას ეკუთვნის. ეკა ხუციშვილის განმარტებით, სიახლე მიზნად, ბაღებში არსებული სიტუაციის მშობლებისთვის უკეთ გაცნობას ისახავს.