ავარიას მსხვერპლი მოჰყვა [video]

2018-07-03 17:31:17

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა რუსთავში. ნახეთ ვიდეო.

მერსედესის მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, მძღოლი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო  მობილიზებული. ავარიის გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს.