სკვერში კვიცი დაიბადა [photo]

2018-04-11 12:11:06

რუსთავში, ლეონიძის სკვერში, დღეს დილით კვიცი დაიბადა.

მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის წარმომადგენელი აცხადებს რომ - "დილით მაღაზიაში რომ მივდიოდი სკვერში რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი, ახლოს მივედი და დავინახე ახლად დაბადებული კვიცი, ჯერ ფეხზეც ვერ დგებოდა. დედა-შვილი კარგად გრძნობდნენ თავს, თუმცა დედა და მამა პატარას იცავდნენ და ახლოს მისვლას ვერავინ ახერხებდა". არსებული ინფორმაციით ცხოველებს მეპატრონემ მოაკითხა და შესაბამის ადგილზე გადაიყვანა.