როგორი იქნება რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალი (ფოტო-ვიდეო)

2017-07-27 22:01:03

რუსთავი-თბილისის ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობა რამდენიმე თვეა რაც დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინფო რუსთავთან“ სატელეფონო საუბარში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღამსურელებლი დირექტორის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა - „ამ დროისთვის კერძო საკუთრებების დიდი ნაწილი გამოსყიდულია ხოლო მათ ვინც უარი განაცხადა ქონების გაყიდვაზე, არანებაყოფილობით ჩამოერთმევათ არსებული ქონება და თანხა საბაზრო ღირებულების შესაბამისად გადაეცემათ. მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმინარეობს, პირველ ეტაპზე გაიჩეხა ხეები და ჩატარდა სახლების დემონტაჟი, რის შემდეგაც დავიწყეთ გრუნტის შეტანა და ესტაკადებისთვის საძირკვლის ჩასხმა. მშენებლობის პროცესში ამ მომენტისთვის დაახლოებით 400 ადამიანია დასაქმებული და თუ საჭირო გახდება დამატებით მუშახელს დავიქირავებთ. მშენებლობის ხარიხსი კონტროლს სპეციალურად დაქირავებული ქართული და უცხოური კომპანიები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ და როგორც ჩემთვისაა ცნობილი მშენებლობის პროცესი ყველა სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს. პროექტი დაახლოებით 2 წელში დამთავრდება“.

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის (დაახლოებითი) გრაფიკული ვიდეო.