ყველასგან მიტოვებული მამაკაცი [video]

2018-08-13 00:11:54

ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, ქოხი რომელი ფიცრებისგან არის შეკოწიწებული და დამტვრეული ჭურჭელი. ყოველ დღე ღმერთის და კეთილი ადამიანების მოწყალების იმედად. მიტოვებული მამაკაცი მინდორში და ამავდროულად შუქალაქში ცხოვრობს. [ვიდეო/video]

XX მიკრო-რაიონში ღია ცის ქვეშ მცხოვრები 52 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მამაკაცი უკვე ერთი თვეა საწოლში წევს და ავადმყოფობას გაუსაძლის პირობებში ღია ცის ქვეშ, მინდორში ებრძვის. ავადმყოფს საკვებით მოსახლეობა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან ამარაგებენ თუმცა მამაკაცს უკვე რამდენიმე დღეა ჭამაც არ შეუძლია.

როგორც ჩვენთან საუბარში XX მიკრო-რაიონში მცხოვრებები აცხადებენ, უკვე ერთი თვეა მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა, ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარებაც. ნათესავებმა სახლში გადაიყვანეს საცხოვრებლად, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ისევ უკან დაბრუნდა. ავადმყოფს საუბარი უჭირს, თავს შეუძლოთ გრძნობს და დახმარებას ითხოვს.

"ინფო რუსთავი" არნიშნულ საკითხთან დაკავშიებით რუსთავის მერიის სოციალური სამსახურს ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ნინო ქირია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ  - "სოციალურმა სამსხურმა იზრუნა ამ მამაკაცზე. წამოიყვანა იმ ადგილიდან სადაც ცხოვრობდა და მუშაობა ერთერთი ობიექტის დაცვაში დააწყებინა, დაენიშნა ასევე სოციალური დახმარება. მამაკაცი კმაყოფილი იყო არსებული სიტუაციით, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო ინტენსიური სმა, რის გამოც სამსახურიდან გამოუშვეს. სოციალურმა სამსახურმა უპოვა მას ასევე, თუმცა მან მამაკაცის სახლში წაყვანაზე უარი განაცხადა. მსგავს მდგომარეობაში მყოფი კი არც კერძო და არც სახელმწიფო დაწესებულებამ არ მიიღო."

"ინფო რუსთავმა" მამაკაცთან ინტერვიუ ვერ ჩაწერა, მას საუბარი უკვე აღარ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ „ინფო რუსთავი“ მამაკაცი მდგომარეობით პირველად 6 თვის წინ დაინტერესდა. ადგილზე მისულებს მძიმე სიტუაცია დაგვხდა. რუსთავში დაბადებული 52 წლის მამაკაცმა სხვადასხვა მიზეზის გამო სახლი გაყიდა და საცხოვრებლად მისი უბნის სიახლოვეს, მინდორში განთავსებულ ჯიხურში გადავიდა. მოგვიანებით ჯიხურის მეპატრონემ ხის ფიცრული დაშალა, რის შემდეგაც დღემდე მამაკაცს ღია ცის ქვეშ უწევს ცხოვრება. 6 თვის წინ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეგვეხმიანა აღნიშნული მამაკაცის შვილი, რომელმაც გვთხოვა რომ წერილი უცვლელად გამოგვექვეყნებინა. წერილი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.