ძლიერმა ქარმა სარეკლამო კონსტრუქცია მოგლიჯა (ვიდეო)

2017-10-17 13:53:26

ძლიერმა ქარმა შარტავას გამზირზე რკინის სარეკლამო ბანერი ჩამოაგდო. კონსტრუქცია აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შემთხვევისას, ავტომობილში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

სიტუაციას ადგილზე გაეცნენ ზედამხედველობისა და სხვა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანეი პირები.

ძლიერი ქარის გამო, რკინის კონსტრუქციის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. ქარმა გასულ თვეს რუსთავის შემოსასვლელში დამონტაჟებული სარეკლამო ბანერი დააზიანა.

ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული გასართობი ატრაქციონები. ქარმა ატრაქციონის გადახურულ კონსტრუქციას სახურავი ახადა.

ნახეთ ვიდეო.