ძლიერმა ქარმა ბანერი ჩამოაგდო

2017-09-07 16:12:35

ძლიერმა ქარმა რუსთავის შემოსასვლელში ბანერი ჩამოაგდო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მომხდარის გამო შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.