25 აპრილს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-04-24 18:26:45

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

როგორც ინფო რუსთავს კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 10:00-დან 20:00 საათამდე - მაზნიაშვილის, გოგოლის, ჯავახიშვილის, სამგორის და მიმდებარე ქუჩებზე.

09:30-დან 19:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარტყოფი, დიდი ლილო, წინუბანი, ახალი სამგორი, სამგორი, ლემშვენიერა. 11:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 15:00 საათამდე - ნორიოში, ნასაგურში, ბროწულაშ და მიმდებარე სოფლებში. 11:15-დან 14:15 საათამდე - სოფლებში კრწანისი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში,  გაკუმისის ტბის სანაპიროზე.

14:30-დან 15:30 საათამდე - თეთრიწყაროში აღმაშენებლის, სულხან საბას, ორბელიანის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში აბრამეთი, აბელიანი, ხოპისი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს მარნეულში 26 მაისის, ბაბეკის, ორუჯოვის და მიმდებარე ქუჩებზე, ჯანდარის დასახლებაში. 13:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა და მიმდებარე სოფლებში. 14:00-დან 18:00 საათამდე - მარნეულში ლაღიძის, გოგოლის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, იაღლუჯას დასახლებას, კიზილაჯლოს. 15:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ბაიდარი, ქურთლიარი, ქუთლიარი, დოლისყანა და მიმდებარე სოფლებს.

11:40-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო არქევანი,  ზემო არქევანი, ხატავეთი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში თრიალეთი, კავთა, განთიადი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.