რა შემთხვევაში ჩამოაკლდებათ მძღოლებს ქულები

2019-04-24 19:59:33

მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით მართვის მოწმობაზე ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჩამოაკლდებათ - ამის შესახებ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოში განაცხადეს.

ინიციატივაზე, რომელიც ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმას ითვალისწინებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოში ამბობენ, რომ სიჩქარის გადაჭარბება არც ერთ მძღოლს არ აძლევს საშუალებას, რომ დარღვევა სხვა ფაქტორებს დააბრალოს.

ბექა ლილუაშვილის განმარტებით, ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმის პროცესის გაგრძელება მას შემდეგ გადაწყდება, რაც შეფასდება, რამდენად ეფექტური იყო სიჩქარის გადაჭარბებაზე გამკაცრებული სანქცია.