აფეთქება რუსთავში, ცენტრალურ ქუჩაზე [video]

2019-04-19 00:45:32

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოძრაობის დროს "მერსედესის" მარკის ავტომანქანას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში თვითმხილველები ყვებიან, მანქანაში 3 ადამიანი, 2 მამაკაცი და 1 ქალი იმყოფებოდა. მძღოლმა სანთებელი აანთო, რა დროსაც, სავარაუდოდ, ავტომობილში დაგროვილმა თხევადმა აირმა იფეთქა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფები დაშავდნენ, მათ დამწვრობა მეორე ხარისხი მიიღეს.

ადგილზე გამოძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში სახის მიდამოში და თავის თმიან ნაწილზე მიღებული მეორე ხარისხის დამწვრობით შიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებულები გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში იმყოფებიან, მათი მდგომარეობა კი საშუალოდ მძიმეა. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ და ამ ეტაპზე დამატებითი კვლევებიც უტარდებათ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები

RUSTAVI