მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-04-14 19:30:52

15-16 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23, +28, სანაპირო რაიონებში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 15 აპრილი +23°C, 16 აპრილი +22°C, 17 აპრილი +15°C, 18 აპრილი +16°C.

RUSTAVI