რუსთაველების წარმატება საერთაშორისო კონკურსზე

2019-04-01 19:10:39

პატარა რუსთაველმა მოცეკვავეებმა ქალაქის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეს.

სტუდია "Crystal"-ის მოსწავლეები ათენში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

სამეჯლისო და სპორტული ცეკვების კონკურსში "Athen dance sport open 2019" მსოფლიოს 18 სხვადასხვა ქვეყნიდან 3770 მოცეკვავე ღებულობდა მონაწილეობას, რუსთაველმა მოცეკვავეებმა კი 5 ტური წარმატებით  გაიარეს და 86 ბავშვს შორის პირველ და მეორე ადგილებზე გასვლა შეძლეს.

13 წლის ბარბარე ფრიდონაშვილი საერთაშორისო კონკურსზე თავისი კატეგორიის გამარჯვებული გახდა, 9 წლის ლიკა ღამბაშიძემ კი მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ბარბარე ფრიდონაშვილი და ლიკა ღამბაშიძე რუსთავში არსებული სამეჯლისო სტუდია "Crystal"- ის მოცეკვავეები არიან, მათი ხელმძღვანელი კი სოფო ბურდულაძეა. "Crystal" არსებობის 8 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში მის სახელს ბევრი წარმატება უკავშირდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები