დაკავებულს კონტაქტი ჰქონდა ტერორისტებთან

2019-04-11 11:32:06

თურქული გამოცემა Daily Sabah ცნობით, თურქეთში, იზმირის პროვინციაში, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 10 უცხოელი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.

მათივე ცნობით, ათი დაკავებულიდან ცხრა სირიელი იყო, ხოლო ერთი კი საქართველოს მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს კონტაქტები ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან სირიაში.