შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი სტრასბურგში

2019-04-10 18:50:47

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაც არის დატანილი – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროსაბჭოში.

ვარსკვლავის გახსნას ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. „ძალიან ამაყი ვარ და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანაც უნდა იყოს ამაყი. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სხვა აფასებს იმას, რაც შენმა ქვეყანამ გააკეთა და შენმა პოლიტიკოსმა გააკეთა, მით უმეტეს, როცა ყველაფერი შენი თვალით გაქვს ნანახი“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძემ.

ვარსკვლავი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. „20 წელი გავიდა, რაც ჩვენ გავწევრიანდით ევროპის საბჭოში და ეს იყო ახალი ფურცელი ჩვენს ისტორიაში. ეს იყო პრინციპული ნაბიჯი, რომ საქართველო უნდა დაბრუნებოდა თავის ევროპულ ოჯახს. 20 წელი გავიდა, მაგრამ გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს მოვლენები და ეს სიტყვებიც. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპაციის სახით, შევძლებთ და შექმნით ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI