Facebook-ს სამძიმრის ფუნქცია დაემატება

2019-04-10 11:47:06

Facebook მომხმარებლებს სიახელეებს სთავაზობს.

კომპანიის განცხადებით, ისინი მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საერთო პრობლემის აღმოფხვრაზე, კერძოდ, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეუწყდეთ შეტყობინებების (notifications) მიღება მათი გარდაცვლილი ფეისბუქ მეგობრებისა და ახლობლებისაგან.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, Facebook ამ ეტაპზე მომხმარებელს სთავაზობს გარდაცვლილი მეგობრისათვის დაბადების დღის მილოცვას, რაც საკმაოდ მტკივნეული პრობლემაა.

კომპანიის გადაწყვეტილებით, სოციალური ქსელში გარდაცვლილი მომხმარებლის პროფილი დარჩება განცალკევებით, მისი Timeline კი იქნება ხელშეუხებელი, გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად.

"ვიმედოვნებთ, რომ Facebook რჩება ადგილად, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანების ხსოვნასა და სულს პატივს მივაგებთ ", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდაცვლილი ადამიანების Facebook პროფილებს დაემატებათ ფუნქცია „Tributes”, რომლის მეშვეობითაც ხალხი სამძიმრის დაწერას და მოგონენების გაზიარებას შეძლებს. მომხმარებლებს აღარ მიეცემათ საშუალება, რომ უშუალოდ გარდაცვლილი ადამიანის „კედელზე“ დაწერონ პოსტები, როგორც ეს ახლა ხდება.

RUSTAVI