რუსთავში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

2019-03-19 18:56:28

რუსთავის კულტურის სახლში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მე-18 სკოლის აზერბაიჯანული სექტერის მოსწავლეებმა სცენაზე სხვადასხვა წარმოდგენები გამართეს.

მაყურებლის წინაშე წარსდგა გაზაფხულის გოგონა, ქოსა და ქეჩელი.(ნოვრუზ ბაირამის ტრადიციული პერსონაჟები)

ღონისძიებას ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები და ქვემოქართლის რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ახალ დღეს. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის მოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2010 წელს,  ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.