რუსთაველი მოჭიდავე საქართველოს ჩემპიონია

2019-03-14 16:56:27

20 წლის რუსთაველი მოჭიდავე ბექა გურული ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ქუთაისში, სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში ახალგაზრდებს შორის, რუსთაველი მოჭიდავე მარტყოფელ გიორგი ცოფურიშვილს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მისი დამარცხება დამაჯერებლად, 7:0 მოახერხა.

როგორც მოჭიდავის მწვრთნელმა, მალხაზ გოგოლაძემ აღნიშნა, ბექა გურულმა შეჯიბრის ფარგლებში სულ 3 შეხვედრა გამართა და ქულა მოწინააღმდეგისთვის არცერთ შეხვედრაში არ დაუთმია.

რუსთაველი მოჭიდავე ბექა გურული 20  წლისაა და 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ჩემპიონატში გამარჯვებამ მას ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საგზური მოუტანა. ევროპის ჩემპიონატი ესპანეთში, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი ესტონეთში გაიმართება, სადაც რუსთაველი მოჭიდავე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

RUSTAVI