უბედური შემთხვევა რუსთავში [VIDEO]

2019-03-13 15:33:27

უბედური შემთხვევა რუსთავში. ნახეთ ვიდეო

ლეონიძის 4 ნომერში, 13 წლის გოგონა რვასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა 11 წლის მეგობართან ერთად სახლის სახურავზე ავიდა,  სურათის გადაღების დროს, სავარაუდოდ არასრულწლოვანს ფეხი დაუცდა და სახურავიდან გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

13 წლის გოგონა საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


RUSTAVI