რას აცხადებენ შსს-ში

2019-03-08 10:58:17

ცემა და გაუპატიურების მცდელობა პოლიციელების მხრიდან - ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში სამართალდამცველებს არასრუწლოვანი ადანაშაულებს. 16 წლის მოზარდი ყვება, როგორ გაუსწორდა მას ბოლნისის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. შემთხვევის შედეგად მოზარდს ხელი აქვს მოტეხილი.

„მაგინეს, მანქანაში ჩამსვევს და იქაც მცემეს. მერე ჩამიყვანეს პოლიციაში, ოღონდ უკნიდან შემიყვანეს. იქ რომ შემიყვანეს ეგრევე მცემეს. თავში მირტყეს, ქამარი გადამარტყეს, მეუბნებოდნენ გაგაუპატიურებთო, ბოთლზე დაგსვამთო. ხელი მომტყდა და მერე ხელმოტეხილს კიდევ მირტყამდნენ. გაუპატიურების მცდელობა იყო, მაგრამ არ გამოუვიდათ“, - აცხადებს დაზარალებული.

შსს-ში "ინფო რესთავს" განუცხადეს რომ - "მიმდინარე წლის  13 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2002 წელს დაბადებული  თ.ა. ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვანმა. 13 თებერვალს ბოლნისში მდებარე ოქროს ნაკეთობების  მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა.

სამართალდამცველებმა თ.ა.-ს  პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღეს ნივთმტკიცებად. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ- ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით.

რაც შეეხება მხილებული პირის ოჯახის განცხადებას, სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს შესწავლა."