The Prodigy-ის წევრი გარდაიცვალა

2019-03-04 16:42:06

ინგლისური ელექტრონული ჯგუფის -The Prodigy-ის  წევრი კით ფლინტი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მუსიკოსი 49 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ The Prodigy  ინგლისური ელექტრონული ჯგუფია, რომელიც  ლიამ ჰაულეტის მიერ 1990 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა მუსიკალური განვითარება დაიწყო რეივის, ჰარდკორ-ტექნოს, ელექტრონული ინდუსტრიული მუსიკის, ჯანგლის და ბრეიკბიტის აღრევით, რასაც მოგვიანებით ელექტრონული როკი და პანკური ვოკალური ელემენტები დაემატა. The Prodigy პირველად ანდერგრაუნდულ რეივ-სცენაზე 1990-იანების დასაწყისში გამოჩნდა და იმ დროიდან მოყოლებული, მიაღწია წარმატებას და მსოფლიო აღიარებას. მათ აგრეთვე უწოდებდნენ „ალტერნატიული მასების მთავარ საცეკვაო შემსრულებლებს“, ისევე, როგორც „რეივის ნათლიებს“

The Prodigy- საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბრიტანული ჯგუფი საქართველოს, პირველად 2016 წლის ზაფხულში Check in Georgia-ს ფარგლებში ესტუმრა.

RUSTAVI