რუსთავში პოლიციელი გარდაიცვალა [video]

2019-02-01 10:16:21

რუსთავში პოლიციელი გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

შსს-ს თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაიღუპა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით XVII მიკრორაიონში, ერთერთ რესტორანში ჩხუბის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ჩხუბის მონაწილეებს პოლიციელები აშველებდნენ რა დროსაც ერთერთი სამართალდამცავი, 37 წლის მანუჩარ მაჩაიძე მოულოდნელად ცუდად გახდა და დაბლა დაეცა.

პოლიციელი მალევე "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.