იტალიაში ქართველი ქალი მოკლეს

2019-01-23 11:14:35

იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქემ, სავარაუდოდ, ქართველი ქალი მოკლა. გარდაცვლილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და მეგობრის სახლში 3 დღის შემდეგ მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. ახალგაზრდას დაზიანებები ხელებისა და კისრის არეში აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა, სავარაუდოდ, მკვლელის სახლში ნახატი მიიტანა - დაკარგულია თანხა და საბუთები.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი მხატვარი იყო.

როგორც იტალიაში მცხოვრები ქართველები ყვებიან, სავარაუდოდ, მკვლელმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის საქართველოშია.

RUSTAVI