რუსთავსერვის ცენტრის ინფორმაციით, რუსთავში, სიგარეტის ნამწვის შედეგად, ბოლო 8 თვის განმავლობაში, 4 სანაგვე ურნა დაიწვა. ერთი სანაგვე ურნის ღირებულება 570 ლარია.
ურნების დაწვით მიყენებული ზარალი კი 2 280 ლარია.
რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას.