წითელას აცრა უფასო იქნება

2019-01-18 13:26:43

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, წითელას აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, ხოლო შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება.

აქამდე, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ წითელას ეპიდემიური აფეთქების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებზე. არ არის გამორიცხული, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, წითელას შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა და საქმე გვაქვს სერიოზულ ეპიდაფეთქებასთან.