მერია სტუდენტებს უფასო ტრანსპორტს სთავაზობს
2019-01-11 18:21:57

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა "ინფო რუსთავის" ჟურნალისტის ნოდარ ლაფანაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც სტუდენტებს რუსთავი-თბილისის მიმართულებით მატარებლით მგზავრობისკენ მოუწოდებდა.

როგორც ინფო რუსთავს რუსთავის მერიიდან აცნობეს, რუსთავის მერია გამოთქვამს მზაობას, მოახდინოს სტუდენტთა გადაყვანა რუსთავის რკინიგზის სადგურამდე მუნიციპალური ავტობუსებით სოციალური პაკეტით, უფასოდ, რაც მათი მგზავრობის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ირაკლი ტაბაღუა ხვალ, დილის საათებში, რუსთაველ სტუდენტებთან ერთად რუსთავიდან თბილისში მატარებლით იმგზავრებს.

შეგახსენებთ, რომ "ინფო რუსთავის" ჟურნალისტმა ნოდარ ლაფანაშვილმა გუშინ სოციალური ქსელით რუსთაველ სტუდენტებს მატარებლით მგზავრობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რუსთავის სადგურთან ხალხის რაოდენობამ უკვე საგრძნობლად იმატა.