უკრაინა საომარ მდგომარეობას აცხადებს
2018-11-26 10:23:28

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჰყავს აყვანილი.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კომიტეტის წინადადებას, საომარი მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილების უშიშროების საბჭოზე გატანისა და ამ წინადადებით უმაღლესი რადასადმი მიმართვის შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.