მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა

2018-11-12 18:37:21

მეტროსადგურ "ისანში" მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა, შემთხვევის გამო ძაბვა გათიშეს.

შედეგად, მეტროპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთის გამნავლობაში შეწყდა.

მეტროს პრესსამსახურის ცნობით, მგზავრი უვნებლად ამოიყვანეს. გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მგზავრს სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა. ამჟამად მას მეტროს პოლიციაში გამოკითხვა უტარდება.

თბილისის მეტროპოლიტენი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი