"რამდენად ჰიგიენურია საღებავიანი სტიკერი" [photo]

2018-10-02 23:02:27

ერთერთი რუსთაველი ფეისბუქის გვერდზე წერს - "მადაგონის პელმენი, პროდუქტზე პირდაპირაა დაკრული სტიკერი ისე რომ არ ძვრება, სურათზეც ჩანს. თხოვნის მიუხედავათ რომ ეს გამოესწორებინათ არაფერი შეცვლილა. რამდენად ჰიგიენურია საღებავიანი სტიკერის პირდაპირ პელმენზე დაკვრა თავად განსაჯეთ. ნაყიდია ცენტრალურ მადაგონში."

"ინფო რუსთავი" განმარტებისთვის "მადაგონს" დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს რომ - "აღნიშნული ინფორმაცია არ გვქონდა, აუცილებლად გავითვალისწინებთ მომხმარებლის თხოვნას."