ქალაქის მერმა სპორტსმენი დაასაჩუქარა

2018-10-23 18:56:19

რუსთავის მერი მკლავჭიდელ გიორგი მელიქიშვილს შეხვდა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება პირადად მიულოცა.

ირაკლი ტაბაღუამ ახალგაზრდა რუსთაველ სპორტსმენს სამომავლო წარმატებები უსურვა და საჩუქრად რუსთავის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, 1230 წლით დათარიღებული, რუსუდან დედოფლის მონეტის ასლი გადასცა.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, გიორგი მელიქიშვილმა 85 წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ფინალურ შეხვედრაში მან უკრაინელი მეტოქე დაამარცხა და მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ინფორმაციას რუსთავის თვითმმართველობა ავრცელებს