ახალგაზრდამ დაზიანებები მიიღო

2018-10-16 00:05:47

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტომობილს რომელსაც პოლიცია მისდევდა ახალგაზრდა გადმოხტა.

არსებული ინფორმაციით, მანქანაში ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა რა დროსაც 25 წლამდე მამაკაცმა მოულოდნელად კარები გააღო და გადახტა.

ახალგაზრდა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მან თავის არეში დაზიანებები მიიღო. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მამაკაცსა და პოლიციელებს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. მოგვიანებით დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დამატებით დეტალებს ვაზუსტებთ.