ფეხბურთელი ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს
2018-10-04 17:03:55

კრიშტიანუ რონალდუს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ცნობილი ფეხბურთელი, გაუპატიურების ბრალდების შემდეგ პორტუგალიის ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ერთა ლიგის მატჩში პოლონეთის და შოტლანდიის წინააღმდეგ, რომელიც 11-14 ოქტომბერსაა ჩანიშნული, არ ითამაშებს. პორტუგალიური გამოცემა ასევე წერს, რომ რონალდუ  იტალიასთან დაგეგმილ შეხვედრებსაც გამოტოვებს, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

ცნობილი რომ, აშშ-ში ფეხბურთელის წინააღმდეგ გაუპატიურების მუხლით საქმის გამოძიება განაახლეს.

2017 წელს, გერმანულმა Spiegel-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელის თანახმად რონალდუმ კეტრინ მაიორგი ლას-ვეგასში გააუპატიურა, მოგვიანებით კი დუმილის სანაცვლოდ, მას 375 ათასი დოლარი გადაუხადა. გამოცემამ 2018 წლის 28 სექტემბერს Spiegel-მა ისევ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც მკითხველს 34 წლის კეტრინ მაიორგის, მისი ისტორიის და ტრავმის შესახებ უამბო.

რონალდუმ გოგოს განცხადებებს აბსურდული უწოდა.