ჩხუბის შემდეგ მანქანა დააჯახა [video]

2018-09-27 00:02:29

რუსთავში, ერთერთ ბენზინგასამართ სადგურზე სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მანქანის დაჯახებით დასრულდა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით საწვავის ჩასასხმელად მისულ ავტომობილის მძღოლებს ჩხუბიი რიგის გამო მოუვიდათ. თავდაპირველად მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი მანქანებიდან გადავიდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მყოფმა პირებმა მათი გაშველება მოახერხეს თუმცა ინციდენტი ამით არ დასრულებულა. "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლი ბენზინგასამართი სადგურიდან გავიდა და "ფოლცვაგენის" მარკის ავტომობილის მძღოლს რამდენიმე მეტრში ჩაუსაფრდა სადგურიდან გამოსვლის შემდეგ კი ავტომობილი დააჯახა. ნახეთ გარე კამერებით გადაღებული ვიდეო.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები".