უბედური შემთხვევა რუსთავში [video]
2018-09-26 00:03:56

უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. 28 წლის გოგო, რომელის 36 კვირის ორსული იყო გარდაიცვალა. ახალგაზრდას მეორე დღეს უნდა ემშობიარა. [ვიდეო/video]

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ინსულტით გარდაიცვალა.

"სასწრაფოს ეკიპაჟმა მოიყვანა 28 წლის გოგო, რომელიც იყო 36 კვირის ორსული. სხეულზე აღენიშნებოდა იასამნისფერი ლაქები, ფიქსირებული ფოტორეაქცია არ იყო, მოვიდა მიმდინარე გულფილტვის რეანიმაციით, ჩვენ გავაგრძელეთ დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები რომელიც ჩატარდა პროტოკოლის სრული დაცვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ნაყოფის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ჩემი ინფორმაციით მეორე დღეს დაგეგმილი იყო საკეისრო კვეთა" - გადაუდებელი განყოფილების მორიგე ექიმი ლევან სუტური.

შსს-ში "ინფო რუსთავი"-ს განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".

გარდაცვლილს 4 წლის შვილი და მეუღლე დარჩა.