წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

2018-09-18 17:01:51

საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა საიას რუსთავის ოფისში.

ანგარიში მოიცავს 2018 წლის ივლისიდან დღემდე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია, მიმდინარე საარჩევნო პერიოდში ტრადიციულად აკვირდება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას. საიას განცხადებით, ამ შემთხვევაში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა შესახებაც წლებია ორგანიზაცია საუბრობს.

"დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის მიგვეწოდება ინფორმაცია თუ რას მოიცავს საიას სადამკვირვებლო მისია. რა კონკრეტულ საკითხებზე მოხდება ჩვენი მხრიდან ყურადღების გამახვილება, ამის გარდა ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება. საია ივლისიდან აკვირდება წინასაარჩევნო პროცესების მიმდინარეობას, ამ შემთხვევაში ძირითადი პრობლემები, რომელიც  ჩვენ გამოვკვეთეთ ეხება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების საკითხს, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე ასევე საუბნო საარჩევნო კომისიების. რიგ შემთხვევებში იკვეთება საკითხები, როდესაც  მაგალითად საარჩევნო პროცესში ჩართული უწყებები, ეს ეხებაბა უწყებათაშორის კომისიას, რამდენად ზედაპირულად განიხილავენ საკითხებს. ეს ეხებოდა საია ივლისის განხილვას როდესაც საუბარი იყო საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე და უნდა ავღნიშნო, რომ  უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გასცდა მანდატს და ის გარკვეულ დაუსაბუთებელ კრიტიკას ახორციელებდა ორგანიზაციის მიმართ, შესაბამისად ერთიანობაში რომ შევაჯამოთ, ვხედავთ, რომ ამ არჩევნებზე იკვეთება საარჩევნო პროცესში ჩართული უწყებებისთვის მიმართული რიტორიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოხდეს" - განაცხადა საიას აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა.