ადამიანებით უკანონო ვაჭრობა
2018-09-16 14:36:50

იტალიაში ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

იტალიური მედიის ცნობით, ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი პოლიციამ სალენტოს სანაპიროზე აიყვანა.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სანაპიროზე მყოფმა სამხედროებმა მიგრანტებით სავსე ნავი ადგილობრივი დროით, ღამის პირველ საათზე შენიშნეს. ნავში 9 არალეგალი და ადამიანებით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი პირიც იმყოფებოდა, ის ნავის გადამალვასა და იტალიის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ შეყვანას ცდილობდა.